საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში

კვირას უკრანაში საპარლამენტო არჩევნები მოეწყო. არჩევნები ჩაითვალა კიდეც ჩატარებულად, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონის უხვი რაოდენობით დარღვევა მოხდა.
ცხადია ერთი რამ, საპარლამენტო აბსოლუტურ უმრავლესობას ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ვერ მოიპოვებს.

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში 33 პარტია და პოლიტიკურ კავშირი და 3200-ზე მეტი ცალკეული კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნები, როგორც გითხარით ჩატარებულად ჩაითვალა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დარღვევა მოხდა ამ პაექრობაში, რომელმაც ვერხოვნა რადას 450 ადგილის მფლობელი უნდა გამოავლინოს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, არჩევნების მეთვალყურეებმა დარღვევა დააფიქსირეს 33 ათას სარჩევნო უბანში. ამასთან არაერთი უკმაყოფილება გამოითქვა პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას მიმართ იმის თაობაზე, რომ მთავრობა ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა არჩევნებზე.
უკრაინა ორად არის გაყოფილი, არა მარტო რელიგიური თალსაზრისით, დასავლეთის კათოლიკური რეგიონები მეტად მიემხრნენ ლიბერალ რეფორმისტებს და ნაციონალისტებს, ისეთ კავშირს, რომელსაც ყოფილი პრემიერი ვიქტორ იუშჩენკო უდგას სათავეში და რომელსაც “ჩვენს უკრანას” უწოდებენ. აღმოსავლეთი უფრო ორთოდოქსულია, იქ კუჩმას და კომუნისტებს უჭერენ მხარს.
უკრაინაში ჩატარებული არჩევნების თაობაზე თავისი აზრი გთიხვრა ჩვენი რადიოს უკრაინული რედაქციის რედაქტორმა სერჰი დრაჩუკმა: [დრაჩუკის ხმა]
“პირველი მონაცემები გვაძლევს საფუძველს, რომ კუჩმას ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებმა კარგ, მაგრამ მოსალოდნელზე უარეს შედეგებს მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარი კანდიდატების მომხრეთა ხმების დათვლის შემდეგ, ცხადი გახდება, რომ პარლამენტში კუჩმას მომხრეებს ექნებათ უპირატესობა, თუმცა აბსოლუტურ უმრავლესობას ვერავინ მიიღებს, ამიტომ პროპრეზიდენტულ ბლოკს მოუწევს ძებნა დაუწყოს მოკავშირეებს მისი პოლიტიკის მომხრეთა შორის. საინტერესოა, რომ ამგვარი ძალა ალბათ გახდება კომუნისტური პარტია, რომელიც არჩევნებში მეორე ადგილზეა და თავს ერთადერთ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს”.
სერჰ დრაჩუკის ნათქვამს თვით კუჩმას განცხადებაც ადასტურებს. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ნებისმიერ ძალასთან ითანამშრომლებს და თავის კურსს არ გადაუხვევს.

.