გაეროს სამხედრო მეთვალყურეებმა და რუსეთის

გაეროს სამხედრო მეთვალყურეებმა და რუსეთის მშვიდობისდამცველებმა ტყვარჩელის ზონაში, რომელსაც აფხაზთა მხარე აკონტროლებს,
გაეროს სამხედრო მეთვალყურეებმა და რუსეთის მშვიდობისდამცველებმა ტყვარჩელის ზონაში, რომელსაც აფხაზთა მხარე აკონტროლებს,
8 და 9 აპრილს განხორციელებული პატრულირებისას აღმოაჩინეს მიტოვებული საზენიტო თვითმავალი დანადგარი და ორი მრავალმიზნობრივი მსუბუქჯავშნიანი გამწევი. საქართველოში გაეროს მისიის ცნობით, პატრულის მიერ ტყვარჩელისა და სოფელ აქარმარას მიდამოებში აღმოჩენილი მძიმე საბრძოლო ტექნიკა კოდორის ხეობის ზემო ნაწილში აღრიცხული ტექნიკის მსგავსია. გაეროს მისიაში მიიჩნევენ, რომ პატრულირების დროს აღმოჩენილი ტექნიკა გამოსაყენებლად უვარგისია და ტყვარჩელის რაიონის უსაფრთხოებას არ ემუქრება.