პარასკევს გადაყენებული ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო

პარასკევს გადაყენებული ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი კარაკასში დააბრუნეს დღეს
პარასკევს გადაყენებული ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი კარაკასში დააბრუნეს დღეს
და ”მირაფლორესის” სასახლეში მისი ხელმეორედ კურთხევის ცერემონიალი გაიმართა. პედრო კარმონა, რომელიც გუშინ დანიშნეს ქვეყნის დროებით პრეზიდენტად, გადადგა. ჩავესმა 40 საათი დაჰყო სამხედრო ციხეში, მაგრამ მასობრივი საპროტესტო გმოსვლების შემდეგ იგი შვეულმფრენით კარაკასში დააბრუნეს. წუხელ, პრეზიდენტის სასახლე ჰუგო ჩავესის მომხრეებმა დაიკავეს. დემონსტრანტებს ჩავესის ერთგული სამხედრო ქვედანაყოფები შეუერთდნენ. პოლიციასთან შეტაკებისას ათობით დემონსტრანტი დაიღუპა; ბევრია დაჭრილი.