თექვსმეტამდე გაიზარდა ტუნისის კუნძულ ჯერბაზე

თექვსმეტამდე გაიზარდა ტუნისის კუნძულ ჯერბაზე სინაგოგასთან, ხუთშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი.
თექვსმეტამდე გაიზარდა ტუნისის კუნძულ ჯერბაზე სინაგოგასთან, ხუთშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი.
11 დაღუპული – გერმანიის მოქალაქეებია. აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ავტომანქანა, რომელსაც ბუნებრივი გაზის ცისტერნა მიჰქონდა, სინაგოგის კედელს დაეჯახა. ტუნისის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს, უბედური შემთხვევა იყო. ხოლო გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოტო შილიმ ტელეკომპანია ”აერდესათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მრავალი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ კუნძულ ჯერბაზე მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტი იყო და არა უბედური შემთხვევა.