შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაეულმა მოლაპარაკება გამართა დღეს თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან,

მაგრამ როგორც იუწყებიან, ისრაელსა და პალესტინელებს შორის საომარ მოქმედებათა შეწყვეტის თაობაზე არ ყოფილა მიღწეული არსებითი პროგრესი. პაუელ-შარონის შეხვედრა, როგორც შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ მხარეებს არ გაუკეთებიათ პრესისათვის არანაირი განცხადება.