ალჟირის ქალაქ ტიზი-უზუში დემონსტრაცია მოაწყეს

ალჟირის ქალაქ ტიზი-უზუში დემონსტრაცია მოაწყეს დღეს ბერბერებმა,
ალჟირის ქალაქ ტიზი-უზუში დემონსტრაცია მოაწყეს დღეს ბერბერებმა,
რომლებიც პოლიტიკური და კულტურული უფლებების გაფართოებას მოითხოვენ. მანიფესტაციაში 100,000-დე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გუბერნატორის რეზიდენციასთან მისულმა დემონსტრანტებმა პოლიციის მიერ ამ დღეებში დაკავებული 300 ბერბერი აქტივისტის განთავისუფლება მოითხოვეს. ვიდრე ამ ტერიტორიას არაბები დაიპყრობდნენ მეშვიდე საუკუნეში, ჩრდილოეთი აფრიკა ბერბერებით იყო დასახლებული.