შეერთებული შტატების 13 კათოლიკე კარდინალი

შეერთებული შტატების 13 კათოლიკე კარდინალი ვატიკანში მიიწვიეს.
შეერთებული შტატების 13 კათოლიკე კარდინალი ვატიკანში მიიწვიეს.
მათთან ერთად რომის პაპმა უნდა იმსჯელოს კათოლიკე სასულიერო პირთა მიერ ჩადენილი სექსუალური უხამსობის შემთხვევების გამო. იოანე პავლე მეორე პედოფილი მღვდლების თაობაზე საუბარს კარდინალებთან სამშაბათს და ოთხშაბათს გამართავს და ეს იქნება პივრელი შემთხვევა, როცა ვატიკანის მაღალი რანგის წარმომადგენლობა ამ საკითხზე იმსჯელებს.
მღვდლების მიმართ ამ დანაშაულის გამო 400 საჩივარია შესული შეერთებული შტატების მხოლოდ აღმოსავლეთის მთავარსაეპისკოპოში, ბოსტონში.