შეერთებული შტატები ისევ შევიდა გაეროს

შეერთებული შტატები ისევ შევიდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გაეროს ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ მიიღო.
შეერთებული შტატები ისევ შევიდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გაეროს ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ მიიღო.
აშშ-მა – ადამიანის უფლებათა კომისიის ერთ-ერთმა დამაარსებელმა – ამ ორგანოში ადგილი შარშან დაკარგა – პირველად კომისიის არსებობის 54-წლიან ისტორიაში. აშშ-ის წარგზავნილი სიჩან სივი მიესალმა დღევანდელი კენჭისყრის შედეგებს და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა კვლავინდებურად რჩება ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპად.