პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა გასცა

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა გასცა განკარგულება –
პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა გასცა განკარგულება –
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საგანგებო განყოფილება შეიქმნას გამოძიების ფედერალური სამმართველოს დაექვემდებარებაში. ამ განყოფილებას დაევალა სასწრაფოდ გამოიძიოს კარაჩიში ოთხშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტი, რომლის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის 11 ფრანგი სპეციალისტი დაიღუპა. პაკისტანის მთავრობამ 33 ათასი დოლარის ჯილდო დააწესა ნებისმიერი ინფორმაციისთვის ამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვიტანილი სამი პირის შესახებ. უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში 400-დე ისლამისტი ექსტრემისტი დააპატიმრეს.