აფხაზეთის პრობლემის მოგვარების პერსპექტივები და

აფხაზეთის პრობლემის მოგვარების პერსპექტივები და მოლაპარაკებათა განახლებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს დღეს მოსკოვში
აფხაზეთის პრობლემის მოგვარების პერსპექტივები და მოლაპარაკებათა განახლებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს დღეს მოსკოვში
გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა დიტერ ბოდენმა და აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა. პრაიმ-ნიუსს მოჰყავს დიტერ ბოდენის სიტყვები, რომ შაბათს იგი ამ თემაზე მოლაპარაკებას განაგრძობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან. 23 მაისს ვალერი ლოშჩინინი რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის რანგში პირველად ეწვევა საქართველოს. ამის შესახებ იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი კახა სიხარულიძე.