თხუთმეტმა ამერიკელმა სენატორმა წერილით მიმართა

თხუთმეტმა ამერიკელმა სენატორმა წერილით მიმართა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და მას საქართველოში რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდა.
თხუთმეტმა ამერიკელმა სენატორმა წერილით მიმართა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და მას საქართველოში რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდა.
როგორც პრაიმ-ნიუსისათვის გახდა ცნობილი, ამის შესახებ ნათქვამია სენატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. წერილში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აგრესიული ადამიანების ჯგუფები თავს ესხმოდნენ არამართლმადიდებლური თემების წარმომადგენლებს, პოლიცია კი ამაში არ ერეოდა და არ უცდია ძალადობის აღკვეთა.