დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ

დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის მტკიცებით, შეიარაღებული აფხაზები და დაქირავებული რუსეთის მოქალაქეები,
დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის მტკიცებით, შეიარაღებული აფხაზები და დაქირავებული რუსეთის მოქალაქეები,
სულ 2000-მდე ადამიანი, კვლავინდებურად კოდორის ხეობის ქვედა ნაწილში იმყოფებიან, თუმცა, მისივე თქმით, “ჯერჯერობით მოხერხდა იმის შეჩერება, რაც ზოგიერთების მიერ იყო ჩაფიქრებული.” ხვალ კოდორის ხეობაში გაემგზავრებიან პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, დეპუტატი ივერი ჭელიძე და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის ცნობით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას გაეცნობიან.