დღეს გროზნოში რუსეთის ჯარებმა ჩაატარეს

დღეს გროზნოში რუსეთის ჯარებმა ჩაატარეს ჩეჩენთა შეიარაღებული ფორმირებების ძიების ოპერაცია.
დღეს გროზნოში რუსეთის ჯარებმა ჩაატარეს ჩეჩენთა შეიარაღებული ფორმირებების ძიების ოპერაცია.
ოფიციალური მონაცემებით, სროლის დროს მოკლულ იქნა ერთი ჩეჩენი მეომარი, ორი ტყვედ აიყვანეს. მანამდე გროზნოს ლენინის რაიონში ფუგასის აფეთქების შედეგად რუსეთის ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი დაიჭრა. ქალაქის სტავროპოლის რაიონში სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირების ჯგუფმა ქალი გაიტაცა. ჩეჩნეთის ნოღაი-იურტის რაიონში, ალხოი-მოკხისა და შუანის დამაკავშირებელ გზაზე ნაღმზე აფეთქდა ჯავშანტრანსპორტიორი. დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე, შვიდი დაიჭრა.