ინდოეთის უშიშროების ძალებმა დღეს მოკლეს

ინდოეთის უშიშროების ძალებმა დღეს მოკლეს 2 ისლამისტი ექსტრემისტი,
ინდოეთის უშიშროების ძალებმა დღეს მოკლეს 2 ისლამისტი ექსტრემისტი,
რომლებმაც პოლიციის საგუშაგოზე მიიტანეს იერიში ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირის პროვინციაში. ექსტრემისტთა მიერ განხორციელებული რეიდის დროს ინდოეთის პოლიციის სულ ცოტა 3 ოფიცერი იქნა მოკლული ჯამუ და ქაშმირის შტატის დოდას მაღალმთიან რაიონში. ვიდრე პოლიციელები მოკლავდნენ მოიერიშეებს, შეიარაღებული დაპირისპირება ისლამისტ ექსტრემისტებსა და პოლიციას შორის რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამასობაში, ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე საარტილერიო ქვემეხების სროლის ხმა ისმის. პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომის თავიდან აცილებას ცდილობს. მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყება მხოლოდ ინდოეთის ინიციატივით შეიძლება მოხდეს.