ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეუთოს პოლიტიკურმა მრჩეველმა მინსკში
ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეუთოს პოლიტიკურმა მრჩეველმა მინსკში
ენდრიუ კარპინტერმა განაცხადა, რომ ბელორუსიის ხელისუფლებამ დღემდე არ გაუგრძელა მას ქვეყანაში ყოფნის ვიზა, რომელსაც შაბათს გაუდის ვადა, და როგორც ჩანს, განზრახული აქვს აიძულოს დიპლომატი – დატოვოს ქვეყანა. გასულ თვეს, ბელორუსიის ხელისუფლებამ არ განუახლა ქვეყანაში ყოფნის ვიზა ეუთოს დროებითი მისიის ხელმძღვანელს მიშელ რევოლიეს. ეუთოს დაძაბული ურთიერთობა აქვს ბელორუსიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკასთან მას შემდეგ, რაც ბელორუსიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამსწრე ეუთოს მეთვალყურეებმა, ამ არჩევნებს არადემოკრატიული და უკანონო უწოდეს.