იუგოსლავიის ფედერალურმა პარლამენტმა დღეს ხმა

იუგოსლავიის ფედერალურმა პარლამენტმა დღეს ხმა მისცა გეგმას,
იუგოსლავიის ფედერალურმა პარლამენტმა დღეს ხმა მისცა გეგმას,
რომელიც იუგოსლავიის ფედერაციის დაშლას და მის ნაცვლად, სერბიის და ჩერნოგორიის ნაკლებად მჭიდრო კავშირის შექმნას ითვალისწინებს.
ეს გეგმა, რომელიც ევროპის კავშირის მეოხებით იქნა გარიგებული და რომელიც ითვალისწინებს სერბია-ჩერნოგორიის კავშირის შექმნას, თვით სერბიის და ჩერნოგორიის პარლამენტებმა დაამტკიცეს. გარიგების თანახმად, ორივე ნაწილს საკუთარი ეკონომიკა, ფული და საბაჟო სისტემა ექნება. საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა ერთიანი იქნება.