საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის
ლაგოდეხისა და რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ჩრდილოეთი კავკასიის ხუნზასის სასაზღვრო რაზმების ერთობლივი საკომანდო-საშტაბო წვრთნები, ”თუშეთის” მიმართულებით, ივნისის მეორე დეკადაში გაიმართება. როგორც სააგენტო პრაიმ-ნიუსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აცნობეს, ამ შეთანხმებას ლაგოდეხისა და ხუნზასის სასაზღვრო რაზმების წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ქალაქის ტიპის დასახლება ბეშტაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. ამასთან, მხარეებმა შეხვედრაზე, სასაზღვრო რაზმებს შორის ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.