პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი დღეს

პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი დღეს ეგრეთწოდებული მიუმხრობელი სახელმწიფოების საგარეო უწყებათა მეთაურებს შეხვდა
პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი დღეს ეგრეთწოდებული მიუმხრობელი სახელმწიფოების საგარეო უწყებათა მეთაურებს შეხვდა
თავის შტაბ-ბინაში რამალაში. დელეგაციაში შედიოდნენ სამხრეთი აფრიკის, მალაიზიის, ინდონეზიის, მავრიკიის, ინდოეთის და ზიმბაბვეს წარმომადგენლები. შეხვედრის დეტალები არ გახმაურდა. მიუმხრობელთა მოძრაობა 1955-ში შეიქმნა იმ ქვეყნების მეთაურთა მიერ, რომლებიც არ ემხრობოდნენ არც საბჭოთა კავშირს, არც შეერთებულ შტატებს. მათ შორის იყო იუგოსლავია, ჩინეთი, ეგვიპტე და ინდოეთი.