გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა
გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა
ახლო აღმოსავლეთისა და ქაშმირის კრიზისის თაობაზე მოსალაპარაკებლად. ანანმა დაგმო დღეს ისრაელის ჩრდილოეთში მომხდარი ტერაქტი. მან პუტინთან შეხვედრაზე თქვა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ატალ ბეჰარი ვაჯპაიმ და პაკისტანის ლიდერმა ფერვეზ მუშარაფმა ხელიდან გაუშვეს ქაშმირის სადაო ოლქის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შანსი. [ანანის ხმა] ”ორმა ლიდერმა ვერ მოახერხა იმ შესაძლებლობის გამოყენება, რომელსაც იძლეოდა კონფერენცია და თქვენი და სხვათა მიერ წამოყენებული წინადადებები კონფლიქტის მოსაგვარებლად”. პუტინი ცალ-ცალკე შეხვდა მუშარაფსა და ვაჯპაის გუშინ, ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში გამართულ კონფერენციაზე.