რუსეთიდან იუწყებიან რამდენიმე ქვეყნის ლიდერების

რუსეთიდან იუწყებიან რამდენიმე ქვეყნის ლიდერების ვიზიტის შესახებ
რუსეთიდან იუწყებიან რამდენიმე ქვეყნის ლიდერების ვიზიტის შესახებ
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს ალექსანდრ კვაშნევსკის, რომელთან ერთად რამდენიმე საკითხი, მათ შორის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა და ევროკავშირის გაფართოების გეგმები განიხილა. დღესვე დამთავრდა მოსკოვში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ სიმეონ საქსე-კობურგ-გოთას 4-დღიანი ვიზიტი, რომლის მსვლელობაში მისი და პრეზიდენტ პუტინის მოლაპარაკებაც გაიმართა. დღეს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს შეხვდა. ასევე დღეს გაიმართა პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტ ძიან ძემინის შეხვედრა სანქტ პეტერბურგში, სადაც ხვალ შუა აზიის ქვეყნების სამიტი იწყება.