შეერთებული შტატების საშინაო უშიშროების სამსახურის

შეერთებული შტატების საშინაო უშიშროების სამსახურის დირექტორმა ტომ რიჯმა განაცხადა,
შეერთებული შტატების საშინაო უშიშროების სამსახურის დირექტორმა ტომ რიჯმა განაცხადა,
რომ ათასობით ექსტრემისტი ბინადრობს მსოფლიოს 40-50 სახელმწიფოში, და რომ ეს ადამიანები შეერთებულ შტატებს მიიჩნევენ თავიანთ უპირველეს სამიზნედ. სატელევიზიო ინტერვიუში რიჯმა თქვა, რომ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდა”, რომელსაც შეერთებულ შტატებში 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტების პასუხისმგებლობა აკისრია, კვლავინდებურად აქტიურია და ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. ტომ რიჯმა განაცხადა აგრეთვე, რომ უსამა ბინ ლადენი რომ დაიჭირონ ან მოკლან კიდევაც, ტერორისტულ ქსელს სხვა ლიდერები გამოუჩნდება.