საფრანგეთში ეს ესაა დამთავრდა საპარლამენტო

საფრანგეთში ეს ესაა დამთავრდა საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური.
საფრანგეთში ეს ესაა დამთავრდა საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ელექტორატის 62-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც საპარლამენტო არჩევნებში
ექეტორატის აქტიურობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ამ ქვეყანაში 1958 წლის შემდეგ. ამომრჩეველთა ამგვარი პასიურობა შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს ულტრატემარჯვენეებისთვის, რომელთა ლიდერმა ჟან-მარი ლე პენმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამასწინანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში და სოციალისტ პრემიერ-მინისტრს ლიონელ ჟოსპენს გაუსწრო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ ჟაკ შირაკის მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია რამდენადმე უსწრებს სოციალისტებსა და მათს მემარცხენე მოკავშირეებს. დღევანდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი ხვალ დილით გახდება ცნობილი. არჩევნების მეორე ტური მომავალ კვირას გაიმართება.