ფილიპინების ჯარმა რამდენიმე ბომბდამშენი და

ფილიპინების ჯარმა რამდენიმე ბომბდამშენი და შვეულმფრენი გააგზავნა სამხრეთში
ფილიპინების ჯარმა რამდენიმე ბომბდამშენი და შვეულმფრენი გააგზავნა სამხრეთში
ფილიპინების ჯარის სარდლობამ რამდენიმე ბომბდამშენი და საბრძოლო შვეულმფრენი გააგზავნა დღეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სადაც, როგორც ვარაუდობენ, ისლამისტთა ტერორისტული დაჯგუფების, ”აბუ საიაფის” წევრები იმალებიან. ამ დაჯგუფების წინააღმდეგ ერთი კვირის წინ განხორციელებული ოპერაციის დროს ფილიპინების ჯარმა ამერიკელი მძევალი-ქალი გაათავისუფლა, მაგრამ მისი ქმარი და ფილიპინელი მედდა დაიღუპნენ.