ავტოავარიამ 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტოავარიამ 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა სამხრეთ კორეაში
ავტოავარიამ 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა სამხრეთ კორეაში
სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კორეაში ავტობუსისა და ბენზინმზიდის შეჯახების შედეგად. დაღუპულთა შორის 2 – უცხოელი ტურისტია. ავარია მოხდა მაღალი სიჩქარის ავტომაგისტრალზე, რომელიც დედაქალაქ სეულს, ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებთან აკავშირებს. პოლიციის ვარაუდით, ბენზინმზიდის მღოლმა ნაწვიმარ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა.