ჩინეთის ხელისუფლებამ მიანიშნა,

ჩინეთის ხელისუფლებამ მიანიშნა, რომ ალბად მისცემს ქვეყნიდან წასვლის უფლებას 20 ჩრდილოეთ კორეელ მოქალაქეს,
ჩინეთის ხელისუფლებამ მიანიშნა, რომ ალბად მისცემს ქვეყნიდან წასვლის უფლებას 20 ჩრდილოეთ კორეელ მოქალაქეს,
რომლებიც სამ კვირაზე მეტია უკვე, სამხრეთი კორეის საკონსულოში იმყოფებიან პეკინში. ეს ოცი მოქალაქე – პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს სამხრეთ კორეაში. ჩინეთში მოქმედი კანონი ლტოლვილთა დაბრუნებას ითვალისწინებს სამშობლოში, თუმცა ყველა უწინდელ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეელებს ბოლოს მაინც აძლევდნენ პეკინიდან, მესამე ქვეყნის გავლით, სამხრეთ კორეაში გამგზავრების უფლებას. ჩრდილოეთ კორეაში – შიმშილობაა, და უკანასკნელ თვეებში საგრძნობლად იმატა ლტოლვილთა რიცხვმა. გაეროს წარმომადგენლის ჯერალდ ბურკის მონაცემებით, შიმშილობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია ჩრდილოეთ კორეაში, რომ ხალხი სტოვებს სამუშაოს და სანაპიროზე მიემგზავრება საკვებად ვარგისი წყალმცენარეების მოსაძებნად.