ჩინეთში მორიგი კატასტროფა მოხდა ქვანახშირის

ჩინეთში მორიგი კატასტროფა მოხდა ქვანახშირის ერთ-ერთ მაღაროში.
ჩინეთში მორიგი კატასტროფა მოხდა ქვანახშირის ერთ-ერთ მაღაროში.
შიშობენ, რომ მაღაროში გაზის აფეთქებამ, ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ”სინხუას” სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით 25 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მათ შორის 8 – მძიმედაა დაჭრილი. აპრილში, ორ მაღაროში, ქვანახშირის იმავე საბადოზე, 31 ადამიანი დაიღუპა და 43 – დაიჭრა. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის ქვანახშირის მაღაროებში, ყოვეწლიურად ათი ათასზე მეტი მუშა იღუპება.