ირანის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ გუშინდელი

ირანის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ გუშინდელი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 200-მდე ადამიანი და არა 500, როგორც ეს ადრე გამოცხადდა.
ირანის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ გუშინდელი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 200-მდე ადამიანი და არა 500, როგორც ეს ადრე გამოცხადდა.
ირანის წითელი ჯვრის ორგანიზაციის თანახმად, შეცდომა მოხდა იმის გამო, რომ დაღუპულთა რიცხვს მიათვალეს ზოგიერთი დაშავებულიც. პროვინცია კაზვინში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, მაშვლები განაგრძობენ მიწისძვრის მსხვერპლთა ძებნას. დაჭრილთა რიცხვი ათას ხუთას ადამიანს აღემატება, დაინგრა 5 ათასი სახლი, 25 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ირანის მთავრობის განცხადებით, იგი დათანხმდება ამერიკის ჰუმანიტარული ორგანიზაციებისგან დახმარების მიღებას. თეირანს არ განუცხადებია, თანახმაა თუ არა იგი, შეერთებული შტატების მთავრობისგან დახმარების მიღებაზე.