პალესტინელთა ავტონომიის ადმინისტრაციული შენობა ქალაქ

პალესტინელთა ავტონომიის ადმინისტრაციული შენობა ქალაქ ჰებრონში,
პალესტინელთა ავტონომიის ადმინისტრაციული შენობა ქალაქ ჰებრონში,
რომელშიც 15 შეიარაღებული პალესტინელი იმყოფებოდა, 4 დღის განმავლობაში ჰქონდა ალყაში მოცეული ისრაელის ჯარს. ისრაელის ბულდოზერებმა ნანგრევების გატანა დაიწყეს, მაგრამ როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არი მეკელმა განაცხადა ტელეკომპანიაში ”ბიბისისათვის” მიცემულ ინტერვიუში, ნანგრევებში ვერცერთი გვამი ვერ ნახეს. მეკელის თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, აფეთქების დროს შენობაში იმყოფებოდნენ პალესტინელი ექსტრემისტები, თუ მანამდე მოახერხეს გაქცევა. პალესტინელთა 7 ქალაქი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, კვლავაც ისრაელის ჯარის კონტროლქვეშაა.