ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ გადაწყვიტა
ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ გადაწყვიტა
საგანგებო კომისია გააგზავნოს ქვეყნის ჩრდილოეთში ურთიერთმოქიშპე ფრაქციებს შორის მიმდინარე შეტაკებათა გამოსაძიებლად. კომისიის წევრები ქალაქებს: მაზარი-შარიფსა და ჰერათს შორის მდებარე 4 პროვინციას ეწვევიან ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც არ წყდება შეიარაღებული შეტაკებები საველე მეთაურის მოჰამად ათისა და ”ჩრდილოეთის ალიანსის” ერთ-ერთი სამხედრო ლიდერის, უზბეკი აბდულ რაშიდ დოსტუმის მომხრეებს შორის. გაეროს მონაცემებით, სარი-ფულის პროვინციაში მომხდარი ბრძოლების დროს მთლიანად დაიწვა სოფელი, სადაც 150 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო 17 მიმდებარე სოფელი, შეიარაღებულმა რაზმელებმა გაძარცვეს.