აღმოსავლეთი ავღანეთის პაკტიის პროვინციაში ჩატარებული

აღმოსავლეთი ავღანეთის პაკტიის პროვინციაში ჩატარებული სამძებრო ოპერაციის შედეგად აშშ-ის საგანგებო დანიშნულების რაზმებმა
აღმოსავლეთი ავღანეთის პაკტიის პროვინციაში ჩატარებული სამძებრო ოპერაციის შედეგად აშშ-ის საგანგებო დანიშნულების რაზმებმა
იარაღისა და ტყვია-წამლის კიდევ ერთი მსხვილი სამალავი იპოვეს. სარდლობის წარმომადგენლის, გერი ტოლმენის ცნობით, აღმოჩენილ იქნა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ყუმბარები და დიდძალი რაოდენობის ტყვია-წამალი. ათი დღის შემდეგ ათასზე მეტი ბრიტანელი საზღვაო ფეხოსანი ავღანეთს დატოვებს. მას შემდეგ, რაც ივნისში სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა ბრიტანეთმა თურქეთს გადააბარა, ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტი ორჯერ უნდა შემცირდეს.