რუსეთის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანმა

რუსეთის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანმა
რუსეთის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანმა
ვლადიმირ რუშაილომ საქართველოს მოუწოდა რუსეთთან თანამშრომლობისაკენ ჩეჩენ მეამბოხეებთან ბრძოლაში. თბილისში 2-დღიანი ვიზიტის ბოლოს ჟურნალისტებთან საუბრის დროს რუშაილომ მოითხოვა, სავარაუდოდ, პანკისის ხეობაში მყოფი მეამბოხეების განიარაღება და რუსეთის ხელისუფლებისათვის გადაცემა. როგორც რუშაილომ აღნიშნა, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია 2 ქვეყნის უშიშროების უწყებებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობა. ხოლო საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რუშაილოსთან შევხედრაზე არ განუხილავთ პანკისის ხეობაში ერთობლივი სამხედრო ოპერაციის განხორციელების საკითხი.