იუგოსლავიაში დააკავეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი

იუგოსლავიაში დააკავეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ზორან ლილიჩი
იუგოსლავიაში დააკავეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ზორან ლილიჩი
და ის ჰააგაში გააგზავნეს სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად. ლილიჩი იუგოსლავიის პრეზიდენტი იყო 1993-97 წლებში. ის გაეროს სამხედრო ტრიბუნალს დაბარებული ჰყავდა, როგორც ბრალდების მოწმე მილოშევიჩის სასამართლო პროცესში. როგორც ლილიჩის მეუღლემ და ლილიჩის ვექილმა დრაგან საპონიჩმა საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ-პრესს უთხრეს, ლილიჩი უარს ამბობდა ჩვენების მიცემაზე. მაგრამ, მათი თქმით, ხელისუფლებამ ის ბელგრადში შეიპყრო, და აიძულა, თვითმფრინავით გამგზავრებულიყო ჰააგაში, სადაც ტრიბუნალია განთავსებული. მილოშევიჩს წაყენებული აქვს გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ბრალდებები.