რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა
დღეს პრესკონფერენციაზე ნორვეგიაში, ოსლოში თქვა, რომ რუსეთი აპირებს ჩეჩნეთიდან არასაჭირო - ზედმეტი ჯარის გაყვანას. ივანოვმა თქვა, რომ ჩეჩნეთში დარჩება საგანგებო პოლიცია და სპეცდანიშნულების ჯარი.
დღეს ჩეჩნეთში, ვედენოში, მოსკოვის მომხრე ორი ჩეჩენი პოლიციელი მოკლეს, ცნობის თანახმად, დაიღუპა ასევე 4 ჩეჩენი მეამბოხე.
გროზნოში ჩეჩნეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სტანისლავ ილიასოვმა თქვა, რომ რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია მზად არის და დეკემბერში დამტკიცდება.