ევროკავშირმა მოუწოდა ისრაელს შეცვალოს მიღებული

ევროკავშირმა მოუწოდა ისრაელს შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება
ევროკავშირმა მოუწოდა ისრაელს შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება
მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან თვითმკვლელი ტერორისტების ნათესავების დეპორტაციის შესახებ. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტიგ მელერმა, რომლის ქვეყანა ევროკავშირს თავმჯდომარეობს მორიგეობით, განაცხადა, რომ დეპორტაცია და იმ სახლების განადგურება, ნავარაუდევ ტერორისტთა ნათესავებს რომ ეკუთვნის, ყველა პალესტინელის კოლექტიური დასჯის ტოლფასია. მელერის თქმით, ეს – მიუღებელი და კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქნება. ისრაელის გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა და გაერომაც გააკრიტიკეს.