აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, გუშინ მოსკოვიდან სოხუმში დაბრუნდა.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, გუშინ მოსკოვიდან სოხუმში დაბრუნდა.
პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ვალერი არშბას სიტყვები იმის თაობაზე, რომ ვლადისლავ არძინბა თავს ნორმალურად გრძნობს და მცირეხნიანი შვებულების შემდეგ სამსახურში 29 ივლისს დაბრუნდება. არძინბას ბოლო ხანს სისხლძარღვთა სისტემა აწუხებს და პერიოდულად მოსკოვში მკურნალობს.