ლვოვის “სკნილივის” აეროდრომზე გუშინ მომხდარ

ლვოვის “სკნილივის” აეროდრომზე გუშინ მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით დააპატიმრეს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალთა ყოფილი სარდალი ვიქტორ სტრელნიკოვი
ლვოვის “სკნილივის” აეროდრომზე გუშინ მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით დააპატიმრეს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალთა ყოფილი სარდალი ვიქტორ სტრელნიკოვი
და მაღალი რანგის კიდევ ოთხი ოფიცერი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საავიაციო შოუს დროს, კატასტროფა განიცადა ავიაგამანადგურებელმა სუ-27-მა, რომელიც მაყურებლებში ჩავარდა. დაიღუპა 83 ადამიანი, რომელთა შორის 19 ბავშვია. 116 დაშავებულიდან 70 საავადმყოფოებში მოათავსეს; მათგან 20-ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია. ტრაგედიის ადგილზე მუშაობს საგანგებო სახელმწიფო კომისია, რომელიც კატასტროფის მიზეზების დადგენას ცდილობს. უკვე დაკითხეს სუ-27-ის ორივე პილოტი, რომლებმაც კატაპულტირება მოახერხეს. ნაპოვნია ეგრეთ წოდებული “შავი ყუთიც”. 29 ივლისი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა. კომისიის თავმჯდომარის, სახელმწიფო უშიშროების უწყების ხელმძღვანელის ევგენი მარჩუკის თქმით, ძირითადად ორი ვერსია განიხილება: სამხედრო-საჰაერო ძალთა სარდლობის დაუდევრობა და ტექნიკის გაუმართაობა. დღეს გადადგომის შესახებ გამოაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ შკიდჩენკომ. დღესვე პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ გენერალური შტაბის უფროსის პოსტიდან გადააყენა გენერალი პიოტრ შულიაკი.