14 აგვისტოს დაგეგმილია სომხეთისა და

14 აგვისტოს დაგეგმილია სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, რობერტ ქოჩარიანისა და ჰეიდარ ალიევის შეხვედრა მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ.
14 აგვისტოს დაგეგმილია სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, რობერტ ქოჩარიანისა და ჰეიდარ ალიევის შეხვედრა მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ.
ქოჩარიანის პრეს-სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ ორი ლიდერი ერთმანეთს შეხვდება რესპუბლიკებს შორის საზღვარზე, აზერბაიჯანის ქალაქ ნახჩევანის მახლობლად. მთიანი ყარაბაღის სტატუსზე ორმა პრეზიდენტმა უკანასკნელად გასული წლის ნოემბერში გამართა მოლაპარაკება მოსკოვში.