ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი 13

ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი 13 აგვისტოს მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად ჩავა ქაბულში ავღანეთის ლიდერის, ჰამიდ კარზაის მიწვევით.
ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი 13 აგვისტოს მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად ჩავა ქაბულში ავღანეთის ლიდერის, ჰამიდ კარზაის მიწვევით.
ირანი დიდი ხნის მანძილზე უწევდა დახმარებას ჩრდილოეთის ალიანსს, რომელიც შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებდა თალიბების წინააღმდეგ. ეს უკანასკნელნი ანტიტერორისტულმა კოალიციამ დაამარცხა გასული წლის დეკემბერში. ირანის ხელისუფლებამ ორ მილიონ ავღანელ ლტოლვილს მიანიჭა თავშესაფარი. თებერვალში კარზაიმ თეირანში ვიზიტისას თავისი ხალხისთვის სასწრაფო ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა ითხოვა. ირანი ქაბულს ნახევარ მილიარდ დოლარს დაჰპირდა.