დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს რასმუსენმა დღეს

დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს რასმუსენმა დღეს გამოთქვა იმედი,
დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს რასმუსენმა დღეს გამოთქვა იმედი,
რომ ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც ამ წლის მიწურულს გაიმართება კოპენჰაგენში, მოლაპარაკება ევროკავშირის გაფართოების თაობაზე – წარმატებით დამთავრდება. დანია – ევროკავშირს თავმჯდომარეობს ამჟამად. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 10 სახელმწიფო აცხადებს პრეტენზიას. რასმუსენმა დასძინა, რომ ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, უკვე გათვალისწინებულია ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტში.