პოლიციამ დღეს ქალაქ ნოვოსიბირსკში უვნებელყო

პოლიციამ დღეს ქალაქ ნოვოსიბირსკში უვნებელყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა,
პოლიციამ დღეს ქალაქ ნოვოსიბირსკში უვნებელყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა,
რომელიც 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის წინ მდგომ ავტომანქანაში იყო ჩადებული. ყუმბარა, რადიოს მეშვეობით უნდა აფეთქებულიყო. შემთხვევით გამვლელმა საეჭვოდ მიიჩნია მანქანის უკანა ნაწილში გამოშვერილი მავთულები და უმალვე აცნობა პოლიციას. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ვინაა ავტომანქანის მფლობელი.