აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ირანი ავღანეთთან კეთილმეზობლობის სურვილს ამჟავნებს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ირანი ავღანეთთან კეთილმეზობლობის სურვილს ამჟავნებს.
მაგრამ თეირანის მიერ საუდის არაბეთისთვის “ალ-ყაიდის” დატყვევებულ წევრთა გადაცემის ფაქტს რამსფელდზე მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. როგორც ვაშინგტონის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა დღეს განაცხადა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ირანის ტერიტორიას დღესაც არაერთი ალყაიდელი აფარებს თავს.