ერთ-ერთი შტატის უზენაესმა სასამართლომ ჩრდილოეთ

ერთ-ერთი შტატის უზენაესმა სასამართლომ ჩრდილოეთ ნიგერიაში
ერთ-ერთი შტატის უზენაესმა სასამართლომ ჩრდილოეთ ნიგერიაში
ძალაში დატოვა დღეს სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ახალგაზრდა ქალს გამოუტანეს იმის გამო, რომ ბავშვი გააჩინა ქორწინების გარეშე. ისლამური კანონის თანახმად, ქალი - ქვებით უნდა ჩაქოლონ. თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ განაჩენი მხოლოდ მას შემდეგ იქნება სისრულეში მოყვანილი, რაც 30-წლის ამინა ლავალი გამოკვებავს გოგონას, რომელიც რამდენიმე თვისაა. მსჯავრდებულის ვექილები კიდევ უფრო მაღალ ინსტანციაში აპირებენ განაჩენის გასაჩივრებას.