ტაჯიკეთის უზენაესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი

ტაჯიკეთის უზენაესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა დღეს
ტაჯიკეთის უზენაესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა დღეს
ისლამისტ ექსტრემისტს, უმეჯონ დავლატოვს, რომელსაც ტერორისტულ საქმიანობაში ედება ბრალი. 1998 წელს, დავლატოვმა 4 ადამიანი: გაეროს პოლონელი, ურუგვაელი და იაპონელი მეთვალყურე და მათი ტაჯიკი თარჯიმანი მოკლა. როგორც უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, კიდევ ორ ბრალდებულს, მარუფხოჯა იეროვსა და მუხიჯონ ჯაფრაკოვს, უზენაესმა სასამართლომ ოც-ოცი წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.