სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი

სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ლალიაშვილი არ გამორიცხავს პანკისის ხეობაში დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციის ,,მესამე ფაზის” განხორციელებისას
სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ლალიაშვილი არ გამორიცხავს პანკისის ხეობაში დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციის ,,მესამე ფაზის” განხორციელებისას
, კრიმინალურ დაჯგუფებებთან შეიარაღებული შეტაკებების შესაძლებლობას. როგორც ნიკა ლალიაშვილმა თქვა, ასეთ შემთხვევაში დამნაშავეთა ლიკვიდაცია მოხდება. მისი თქმით, სპეცოპერაციის ,,მესამე ფაზა”, რომლის დაწყების თარიღი არაა განსაზღვრული, ხეობაში მყოფ კრიმინალთა წინააღმდეგ უშუალოდ სპეცოპერაციის ჩატარებას ითვალისწინებს. ამჟამად, მიმდინარეობს ანტიკრიმინალური ოპერაციის ,,მეორე ფაზით” დადგენილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, - აღნიშნა მან.