პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალურ ოპერაციას

პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალურ ოპერაციას ედუარდ შევარდნაძე წარმატებულს უწოდებს
პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალურ ოპერაციას ედუარდ შევარდნაძე წარმატებულს უწოდებს
და აცხადებს, რომ ხეობაში არსებული ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება. ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპერაციაში მონაწილე ყველა შენაერთი მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით უზრუნველყოფილია. შევარდნაძის თქმით, ოპერაცია მასიურად და გაბედულად მაშინ დაიწყო, როცა სიტუაცია მომწიფდა; იგულისხმება არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ლოიალობა, არამედ მათი მოთხოვნა პანკისის ხეობაში ჯარის შეყვანისა და კრიმინალური ელემენტებისგან დაცვის თაობაზე.