მეამბოხეებმა სამხრეთ ჩეჩნეთში მოულოდნელი თავდასხმა

მეამბოხეებმა სამხრეთ ჩეჩნეთში მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს დღეს საფარიდან
მეამბოხეებმა სამხრეთ ჩეჩნეთში მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს დღეს საფარიდან
ფედერალური ჯარის ავტოკოლონაზე, რის შედეგად 5 რუსი ჯარისკაცი იქნა მოკლული და ამდენივე დაიჭრა. როგორც ჩეჩნეთის პრომოსკოური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აცნობა ”ასოშიეიტედ პრესის” სააგენტოს, კიდევ 4 რუსი ჯარისკაცი და ჩეჩნეთის პოლიციის 2 ოფიცერი ნაღმების აფეთქებების შედეგად დაიღუპა. ამავე ცნობის თანახმად, რუსეთის ავიაცია მეამბოხეთა სავარაუდო ბაზებს ბომბავს იტუმ-კალეს, ნოჟაი-იურტის, ყურჩალოის, შალისა და ურუს-მართანის რაიონებში.