დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის განცხადებით, მისი ქვეყანა და შეერთებული შტატები ყოველ ღონეს იხმარენ ერაყის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის განცხადებით, მისი ქვეყანა და შეერთებული შტატები ყოველ ღონეს იხმარენ ერაყის
პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ქმედებაში საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. გუშინ, ვაშინგტონის მახლობლად, ბლერმა მოლაპარაკება გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან. ბუშიც და ბლერიც დარწმუნებული არიან, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამას ახორციელებს და, ამდენად, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თანამეგობრობას. დღეს ტონი ბლერი სამშობლოში დაბრუნდა.