გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი

გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი სკოტ რიტერი არ იზიარებს აშშ-ის მტკიცებას, თითქოს ერაყი საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო თანამეგობრობას.
გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი სკოტ რიტერი არ იზიარებს აშშ-ის მტკიცებას, თითქოს ერაყი საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო თანამეგობრობას.
რიტერმა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, დღეს სიტყვით მიმართა ერაყის პარლამენტს. მან განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონმა ერაყის წინააღმდეგ ცალმხრივად დაიწყო სამხედრო აქცია, ეს გაეროს რეზოლუციების დარღვევა იქნება. რიტერმა დასძინა, რომ ერაყის სამხედრო პროგრამებს ფარდა აეხადა იმ შვიდი წლის მანძილზე, რაც იქ გაეროს სამხედრო ინსპექციები ხორციელდებოდა. ამასთანავე გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბაღდადს მოუწოდა, ხსენებულ კომისიას ერაყში მუშაობის განახლების საშუალება მისცეს.