ბელორუსიამ დღეს ეუთოს მისიის ხელმძღვანელის

ბელორუსიამ დღეს ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მიგან ფიცჯერალდი გააძევა.
ბელორუსიამ დღეს ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მიგან ფიცჯერალდი გააძევა.
როგორც ფიცჯერალდმა შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე განაცხადა, ბელორუსიის ხელმძღვანელობამ მას, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უარი უთხრა ვიზის გაგრძელებაზე. ფიცჯერალდმა თქვა აგრეთვე, რომ ბელორუსიაში ეუთოს ახალი წარმომადგენელი იქნება ალინა ჯოსანი, მოლდოვის მოქალაქე, რომელსაც ბელორუსიაში ვიზა არ სჭირდება. ეუთოს, ანუ ვროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომელშიც 55 სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც არის გაწევრიანებული, სურდა ზაფხულში მინსკში დელეგაციის გაგზავნა მთავრობასთან ურთიერთობების მოსაგვარებლად. მაგრამ ვიზიტი გადაიდო ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსნდრ ლუკაშენკას მხრივ უარყოფითი რეაქციის გამო.