ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური ხელისუფლება თავშესაფარს აძლევდა

ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური ხელისუფლება თავშესაფარს აძლევდა პალესტინელ აბუ დაუდს
ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური ხელისუფლება თავშესაფარს აძლევდა პალესტინელ აბუ დაუდს
– მიუნხენში 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორს. გაზეთმა ”მლადა ფრონტა დნესმა” გამოაქვეყნა საარქივო მასალები, რომელთა თანახმად, აბუ დაუდი 1978 წელს სხვისი სახელით ჩამოდიოდა პრაღაში ჩეხოსლოვაკიის ”აზიისა და აფრიკის ხალხებთან მეგობრობის კომიტეტის” მიწვევით. ერთი წლის შემდეგ აბუ დაუდმა აღიარა, რომ სწორედ ის იყო ორგანიზატორი მიუნხენში მოწყობილი ტერაქტისა, როცა პალესტინელმა ტერორისტებმა შეაღწიეს ოლიმპიურ სოფელში, მოკლეს ორი და მძევლად აიყვანეს ცხრა ისრაელი სპორტსმენი.